Monday, August 4, 2008

ჰიპოთეზა

ჰიპოთეზის განხილვა



“მოხევეები იცავდნენ ლარსის ხეობას დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან.”



მთიულეთში კერძოდ , სოფელ ქვეშეთში გადის სამხედრო გზა. ყველა დოკუმენტში სადაც ეს ტერიტორიაა მოხსენიებული, საუბარია სწორედ, ამ გზაზე აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია აქაური მოსახლეობისათვის. თუნდაც ერთი მიმოხედვით, შესამჩნევია ის, რომ ამ ტერიტორიაზე მრავალი კოშკი და ციხეა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე მრავალი საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობდა და სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით შეიქმნა ჩვენი ჰიპოთეზა.



ჰიპოთეზის დამტკიცება


ჩვენ კვლევა ჩავატარეთ სოფელ ბედონში . ამ სოფლის უხუცესმა, მოგვითხრო მომხდარი ბრძოლებზე: ამ სამხედრო გზის მეშვეობით , მეორე მსოფლიო ომის დროს რუსები და გერმანელები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ამ პერიოდში გერმანელებმა , რომლების შეიარაღებაც ჩამოუვარდებოდა რუსებისას, გადაწყვიტეს რომ აეფეთქებინათ სამხედრო გზის დამაკავშირებელი ხიდი, რამაც შეაფერხა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობა.
ჩვენ მიერ აღინიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე მრავლადაა ციხეები და კოშკები. მათში არიან: “ ელგუჯას გამოქვაბული” და “ ელგუჯას ციხე”. ჩვენ მოვიძიეთ ა. ყაზბეგის ნაწარმოები “ ელგუჯა” და აღმოვაჩინეთ ჩვენი ჰიპოთეზის დამამტკიცებელი ინფორმაცია: “...(ტერიტორიის აღწერა ) გზა ქანქარით გაყვანილი, რომლის სათაურშიაც მოხევეების ყარაულები იდგნენ და იცავდნენ საქართველოს დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან.”


ჰიპოთეზის უარყოფა



ასევე სოფელ ბედონში, ერთმა სტუმრისმოყვარე ქალბატონმა, ლინა ბედოიძემ შეგვიპატიჟა ოჯახში და მოგვითხრო მისთვის ცნობილი ინფორმაცია. მან მოგვიყვა, რომ მისი წინაპრები და ნათესავები იყვნენ მშვიდობიანი მოსახლეობა და მათ არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია, ძველად მომხდარი ბრძოლების შესახებ, თუმცა საუბრისას მან ახსენა, რომ ისინი იყვნენ მთიულები და კონფლიქტის გამო გადმოსახლებულნი. რამაც ჩვენ გაგვიჩინა ეჭვი იმისა, რომ ამ ქალს არ ჰქონდა სრული და ზუსტი ინფორმაცია. როცა ჩვენ მას გამოვკითხეთ ადამიანების შესახებ, რომლებისგანაც ჩვენ შეგვეძლო მეტი ინფორმაციის მიღება, მან მიგვიყვანა ბატონ ლადოსთან და სწორედ მისი დამსახურებაა ჰიპოთეზასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება.

5 comments:

გუნდი "გრიფონი" said...

არაჩვეულებრივი იყო ამ პროექტზე მუშაობა, ბანაკში გავატარეთ დაუვიწყარი დღეები და სახლში ვბრუნდებით შთაბეჭდილებებით სავსე. ანა გვასალია

გუნდი "გრიფონი" said...

მოხარულები ვიქნებით თუ მეტ კომენტრს დაგვიტოვებთ და თქვენს აზრს დააფიქსირებთ. ანა გვასალია

გუნდი "გრიფონი" said...

ყველა გუნდს ვუხდით დიდ მადლობას მეგობრობისთვის, დღევანდელი დღეებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იმ ბავშვებს ვინც მხარი დაგვიჭირეს და კომენტარები დაგვიტოვეს. ანა გვასალია

გუნდი "გრიფონი" said...

მადლობა ირმის ნახტომს, სიქას და სკოლა ოჯახის საზოგადოებას, ამ ორგანიზაციების კოორდინატორებს და განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნინას. გვასალია ანა

გუნდი "გრიფონი" said...

დიდი მადლობა ჩემი გუნდის წევრებს ესეთი კარგი მუშობისთვის და გუნდურობისათვის. გვასალია ანა